ფრენა ინსტრუქტორთან ერთად

ეს ხომ ძალიან მარტივია!

პარაპლანით ფრენა თქვენს მოგზაურობას საქართველოში მეტ ემოციას შემატებს! არ არის აუცილებელი იყოთ სპორტსმენი, ერკვეოდეთ მეტეოროლოგიაში და სპეციალურად მოემზადოთ ცაში ასაფრენად. მთავარი ნაბიჯი ფრენისკენ თქვენი სურვილია! სტარტის წინ თქვენ ჩაგიტარდებათ 5 წუთიანი ინსტრუქტაჟი და თქვენ მზად იქნებით მიწის ზედაპირიდან 500 მეტრზე ასაფრენად!

ფრენის ხანგრძლივობა: 10-15 წუთი

კარგ ამინდში შესაძლებელია მაღლა ფრენა 15 წუთზე მეტი

რა უნდა გქონდეთ თან?

საკმარისია თბილი ტანსაცმელი და კომფორტული ფეხსაცმელი (უმჯობესია კეტები, სპორტული ან სალაშქრო ფეხსაცმელი). თუ არ გექნებათ თან თბილი ტანსაცმელი, ჩვენ მას ვუზრუნველყობთ.

ვიდეოს გადაღება

ჩვენ ვიწერთ კამერაზე ყოველ ფრენას, იმისთვის, რომ გაიხანგრძლივოთ ბედნიერების წუთები ვიდეოს სახლში ყურებისას და მეგობრებისთვის ცაში გადაღებული კადრების გაზიარებისას.

არის თუ არა ასაკობრივი და წონის შეზღუდვები?

თუ შეგისრულდათ 18 წელი* გელით პარადრომზე!

* არასრულწლოვანთა ფრენა დაშვებულია მხოლოდ მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლების თანდასწრებით.